გაკვეთილის მიზანი ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
ბავშვის ფანტაზიის და მეხსიერების აქტივირება, კატეგორიების სწავლება, ბავშვების კეთილგანწყობა და დაინეტერესება, ყველა მოსწავლის ჩართვა პროცესში,
გაკვეთილის მსვლელობა 1. გაკვეთილის თემის მიწოდება,
2. ზოგადი გამოკითხვა საუბრის სახით რა იციან ამ თემაზე. შემდეგ თემის ახსნა პრეზენტაციით:
3. ლექსი წელიწადის დროებზე. (2)
4. გაზაფხული :
გამოცანა,(3)
გაზაფხულის თვეები, ფერები (4)
გაზაფხულის ყვავილები (5)
6. ზაფხული:
გამოცანა, ფერები (6)
ზაფხულის თვეები (7)
ზაფხულის ხილი (8)
გამოკითხვა: რომელია მათი საყვარელი ხილი.(8)
7. შემოდგომა:
გამოცანა , ფერები (9)
შემოდგომის თვეები. ხილი (10)
8. ზამთარი:
გამოცანა, ფერები (11)
ზამთრის თვეები, ახალი წელი (12)
9. გამოკითხვა:რომელია შენი საყვარელი თვე? რატომ? ასოციასიები ფოტოებთან.(13)
10. გადამოწმება კარგად გაიგეს თუ არა (14)
11. ოთხ ჯგუფად გაყოფა და ყუთში ჩაყრილი ოთხი თემიდან (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა,ზამთარი) თემის ამორჩევა და თითოეული დროის პრეზენტაცია, ნახატით და იმ საკითხებით რაც დაამახსოვრდათ.
შეფასების მეთოდები შეფასება სმაილებით, სხვადასხვა წებოვანი ნახატებით, ხელებზე ყვავილების დახატვით ან რვეულში, 100 ქულა რვეულში და ა.შ
რესურსები და მენეჯმენტი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი, წიგნი, ფურცლები და ფერადი ფანქრები. მენეჯმენტი: ჯგუფების შექმნა გათვლით პირველი-მეორე-მესამე-მეოთხე ან სხვა პრინციპით. მერხების გადაწყობა, ჯგუფების დამოუკიდებელი მუშაობა კონკრეტულ დავალებაზე .